გვეწვიეთ ახალ გვერდზე

ამოცანები და პროექტები

მენეჯმენტრი

ამოცანებთან მუშაობა Bitrix24-ში

დასვით ამოცანები და აკონტროლეთ მათი შესრულება. ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისა და განყოფილების ეფექტურობის მაჩვენებელი.

ამოცანები

შეგიძლიათ მარტივად დასვათ ამოცანა თქვენთვის ან თქვენი თანამშრომლებისთვის და აკონტროლოთ მისი შესრულება. პროგრამა თავად შეგახსენებთ თარიღებს ჩატში.

გეგმა

თქვენ შეგიძლიათ დაყოთ ამოცანები ბლოკებად და თვალი ადევნოთ ყველა პროექტს, დაინახოთ ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი, პროცესი და დავალების შესრულების თარიღი. ამოცანებთან მუშაობა არ არის რთული. შეგიძლიათ ყველა ამოცანის გადაადგილება, მასზე ღილაკის დაჭერით, შეიძლება რედაქტირება და ბლოკებიდან ამოცანების წაშლა. თუ რომელიმე  წაშლილი ამოცანა ისევ გახდება აქტუალური, შეიძლება მისი აღდგენა.

მრიცხველები

იმისათვის რომ, თანამშრომელს არ დაავიწყდეს, ამოცანა Bitrix24-ში რეალიზებულია შესამჩნევი მრიცხველებით, რომელიც იქნება ამოცანების პანელზე. ხელმძღვანელი პირი ხედავს მრიცხველებს და აკონტროლებს მუშაობას.

როლები

თუ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა თანამშრომლებმა შეასრულონ სხვადასხვა მოვალეობები, თქვენ შეგიძლიათ ჩანიშნოთ ყველა მონაწილის როლი.

პროექტები

შეგიძლიათ ასევე მართოთ დიდი ან პატარა პროექტები, რომელშიც შეგიძლიათ გადაანაწილოთ მონაწილეებს შორის უფლებები, იმისათვის რომ უფრო ეფექტურად დაგეგმოთ სამუშაო პროცესი.

შაბლონები

თქვენ შეგიძლიათ ააჩქაროთ რეგულარული ამოცანების შესრულება, მათი შაბლონში დამატებით და არ ხარჯოთ დრო ყოველდღიურად ახლის შექმნაზე.

რობოტები ამოცანებში

სცენარების შექმნით, შეგიძლიათ დაავალოთ მისი შესრულება რობოტებს, რომლებიც ნიშნავენ და ასრულებენ ამოცანებს, აგზავნიან წერილებს და არედაქტირებენ ამოცანებს.  

ხმოვანი ასისტენტები

სისტემის მართვა შეიძლება Google ან Alisa ხმოვანი ასისტენტით. საჭიროა მხოლოდ აუხსნათ ამოცანა, შესრულების ვადები და შემსრულებელი.

ამოცანები E-MAIL-ში

შეგიძლიათ ასევე დაავალოთ ამოცანის შესრულება გარე შემსრულებელს ელექტრონული ფოსტით. მისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ  ეს ამოცანა.

ეფექტურობა

შეგიძლიათ თვალი ადევნოთ არა მხოლოდ შესრულებას, ასევე მის ეფექტურობას, იმისათვის რომ მარტივად გამოითვალოთ KPI მაჩვენებლები და პრემიები.

მობილური ამოცანები და პროექტები

თქვენ მარტივად შეგიძლიათ დასვათ ამოცანა და თვალი ადევნოთ მის შესრულებას, Bitrix24-ის უფასო აპლიკაციის მეშვეობით.

კონტაქტი


მისამართი თბილისი,ბათუმი
სამუშაო საათები ყოველდღე 24/7