ავტომატიზირეთ გაყიდვები, აკონტროლეთ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და არ დაკარგოთ არცერთი შეკვეთა Bitrix24.CRM-თან ერთად.
CRM
დაგანახებთ იმ შეკვეთების რაოდენობას, რომელიც მუშავდება. რომელ ეტაპზეა და ვინ არის დაკავებული კონკრეტული შეკვეთით ამ წუთას.
CRM ბარათი
CRM ბარათი განახებთ პროექტის სრულ ისტორიას. დაწყებული პირველი ეტაპიდან: ყველა წერილი, SMS და ჩატები, ზარების და შეხვედრების ჩანაწერი, ინახება იქამდე, სანამ მათ არ შეაფასებენ თქვენი თანამშრომლები. თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ბარათში კომენტარები და ყველა დაგეგმილი საქმე მომხმარებლებთან დაკავშირებით.
ურთიერთობა CRM ბარათში
CRM ბარათში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სწრაფი ჩათი, პროექტის, ლიდის, კომპანიის ან კონტაქტის განსახილველად. ამავდროულად ჩატის მონაწილეები დარჩებიან მაყურებლის როლში და არ ექნებათ ბარათში რაიმეს შეცვლის უფლება.
გაყიდვების ავტომატიზაცია
CRM რობოტებს შეუძლიათ გაუგზავნონ მომხმარებლებს წერილი , SMS, ხმოვანი შეტყობინება, ანახონ რეკლამა, დაუსვან მენეჯერებს ამოცანა და სხვა...
CRM-მარკეტინგი
Bitrix24-ში არის ყველა ფუნქციონალი პირველად და განმეორებითი გაყიდვების ასაჩქარებლად: რეკლამა უნიკალური წინადადებებით თქვენი აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტისთვის, SMS, გზავნილები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა შაბლონები ან შექმნათ თქვენი უნიკალური დიზაინი, აგრეთვე შეძლებთ გზავნილების ეფექტურობის კონტროლს.
CRM ზარები
შეგიძლიათ იქირაოთ ნომერი ან დაუკავშიროთ თქვენი ტელეფონი. თქვენ შეძლებთ კომფორტულად შეინახოთ ყველა ჩანაწერი და ზარების მონაცემები CRM-ში.
წერილები CRM-ში
თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ წერილები მომხმარებლებს პირდაპირ თქვენი CRM-დან, სადაც შეინახება ყველა მონაცემი. შეგიძლიათ ნახოთ მიიღო თუ არა მომხმარებელმა წერილი და წაიკითხა თუ არა ის.
ონლაინ ჩატი
ყველა მონაცემი გვერდის ჩატიდან გადადის პირდაპირ CRM-ში, სადაც ნაწილდება თანამშრომლებს შორის, ამავდორულად ინარჩუნებს მომხმარებლის კონტაქტებს და სრული მიმოწერის ისტორიას. ასეთი ჩატის დამატება შეიძლება ნებისმიერ ჩატზე.
მოხსენებები და გაყიდვების გეგმა
თქვენ შეგიძლიათ გადაანაწილოთ საქმეები და ამოცანები მენეჯერებს შორის, თვალი ადევნოთ პროცესს და გაანალიზოთ გაყიდვები.
გაყიდვების გენერატორი
ღილაკის ერთი დაჭერით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ განმეორებითი პროექტი თქვენს მომხმარებელთან და გადასცეთ ის თანამშრომელს, რომელიც შეძლებს გაუგზავნოს მომხმარებელს უნიკალური წინადადება. უფრო სწრაფი მუშაობისთვის, Bitrix24-ში არის მზა სცენარები და სასაუბრო მოდულები.
საბუთები CRM-ში
თქვენ შეგიძლიათ დაბეჭდოთ შეთანხმება, ინვოისები, გაუგზავნოთ ანგარიში, შაბლონით ან შექმნათ საკუთარი დიზაინი. თქვენ შეგიძლიათ მიანდოთ რობოტს ანგარიშის, ინვოისის ან სხვა აქტის შექმნა და გაუგზავნოთ ის ელ-ფოსტით, ჩატში ან ლინკის სახით SMS-ში.
CRM მომსახურებებისთვის
ავტოსერვისის , სილამაზის სალონის, კლინიკების თანამშრომლებს და მფლობელებს ახლა შეუძლიათ მართონ CRM-ში თანამშრომლების განრიგი, დაჯავშნონ კონკრეტულ სპეციალისტთან ვიზიტი და სხვა...
1С-თან ინტეგრაცია
ახლა შეგიძლიათ დაალაგოთ მონაცემების ცვლა 1С სისტემასთან .
მხარდაჭერა, 1С:ბუღალტერია 3, 1С:ვაჭრობის მართვა 10.3, 11 1С:უნფ 1.6., 1С:ფრეში.
1С-ის ბექოფისი
Bitrix24-დან გაუსვლელად შეგიძლიათ გახსნათ 1С CRM-ში. შეავსეთ ველები, შექმენით ანგარიშები და აქტები 1C-ის ჩვეულ ფორმაში და გაუგზავნეთ ის მომხმარებლებს.
ყველა საბუთი ინახება 1C და Bitrix24-ში.
საიტები CRM-ში
Bitrix24-ში შეგიძლიათ მარტივად შექმნათ საიტი ან ლენდინგი. შეგიძლიათ დააკონფიგურიროთ რობოტები შეკვეთებთან CRM-ში, დაუყენოთ ჩატის და სოციალური ქსელების ვიჯეტი, შექმნათ ფორმა და ბევრი სხვა. CRM-ში შეგიძლიათ კომფორტულად წაიყვანოთ გაყიდვების ისტორია.
CRM-ანალიტიკა
უფრო ეფექტური სამმართველო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ გაყიდვების და თანამშრომლების მუშაობის მოხსენებები. ანალიტიკა მოგცემთ საშუალებას გაანალიზოთ სხვადასხვა მოქმედების მაჩვენებელი.
გამჭოლი ანალიტიკა
Bitrix24-ში ეს ფუნქცია უფასოდ ხელმისაწვდომია და უკვე ინტეგრირებულია სისტემასთან. გამჭოლი ანალიტიკის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაანალიზოთ სარეკლამო კამპანიების ეფექტურობა, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ სარეკლამო ხარჯების ეფექტურობა.
გაყიდვების გვირაბები
თქვენ შეგიძლიათ მარტივად შექმნათ გაყიდვების ძაბრი მასში დანერგილი გაყიდვების გენერატორთან ერთად. მომხმარებლის გზის მითითებით სისტემაში ერთი ეტაპიდან მეორეზე, პროგრამა ავტომატურად შექმნის ბიზნეს-სცენარს.
მობილური CRM
თქვენ ყოველთვის შეძლებთ თვალი ადევნოთ მაჩვენებლებს და მონაცემებს Bitrix24-ის უფასო აპლიკაციის მეშვეობით.