ნებისმიერი საკითხი შეგიძლით გამოაქვეყნოთ ცოცხალ ფირში, იმისათვის რომ განიხილოთ ის სწრაფად, რაც დაზოგავს სხვა ამოცანების შესრულების დროს.
თანამშრომლის პროფილი
თქვენ შეძლებთ შექმნათ სოციალური ქსელი, რომელშიც თქვენი თანამშრომლები შეავსებენ პირად ინფორმაციას, შეუძლიათ იპოვონ ახალი მეგობრები. გახადეთ თქვენი გუნდი უფრო ძლიერი და გაერთიანებული.
ჩატი
ყველა კომუნიკაცია კომპანიაში იქმნება ერთ ადგილას. შეგიძლიათ დაწეროთ შეტყობინებები, შექმნათ ვიდეოკონფერენციები, ჩატები და სხვა...
თანამშრომლების მოწვევა
შეგიძლიათ მარტივად მოიწვოთ თანაშრომლები და სტაჟიორები ვირტუალურ ოფისში, უბრალოდ გაუგზავნეთ მათ წერილი ელ-ფოსტაზე.
მოწვევა ტელეფონის ნომრით
თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მოიწვიოთ თანამშრომლები, ტელეფონის ნომრის გამოყენებით, რისი გაკეთებაც ძალიან კომფორტულია ტელეფონით.
თემები
შეგიძლიათ გაანახლოთ თქვენი ვირტუალური ოფისის ხედი უბრალოდ თემის შეცვლით, რომელიც Bitirx24-ში ბევრია , ასე რომ შეგიძლიათ შეცვალოთ დიზანი თუნდაც ყოველდღე.
bitrix24.დისკი
კომფორტისთვის შეგიძლიათ შეინახოთ ყველა საბუთი Bitrix24-ის მყარ დისკზე, საიდანაც სურვილისამებრ მის გამოყენებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, ან დააყენეთ კონტოლი საბუთებზე, რომ მისი გამოყენება შეძლონ მხოლოდ მათ ვისაც ევალება.
საბუთებთან მუშაობა
შეგიძლიათ ნახოთ ყველა საბუთი პროგრამაში მათი გადმოწერის გარეშე. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაარედაქტიროთ ისინი ონლაინში MS Office, Google Docs, Office365, LibreOffice პროგრამების მეშვეობით ან თქვენს კომპიუტერში.
კალენდარი
თქვენ შეძლებთ ეფექტურად დაგეგემოთ შეხვედრები და თქვენი დღე Bitrix24--ის კალენდრის ფუნქციის მეშვეობით. აგრეთვე შეგიძლიათ მოიწვიოთ შეხვედრაზე ისინი, ვინც არ არის სისტემაში, მათთვის მოწვევის წერილის გაგზავნით.
სამუშაო ჯგუფები
შეგიძლიათ დააჯგუფოთ ყველა თანამშრომელი, გადაანაწილოთ ისინი განყოფილებებად ან გუნდებად, უფრო პროდუქტიული სამუშაო პროცესისთვის.
სამუშაო დროის კონტროლი
თქვენ შეძლებთ დანიშნოთ ან შეცვალოთ სამუშაო დროის დასაწყისი, იმისათვის რომ შეძლოთ ყველა თანამშრომლის სამუშაო დროის აღრიცხვა. თანამშრომელი თავის მხრივ ზუსტად დაინახავს და თვალს ადევნებს თავის სამუშაო დროს.
მოხსენებები
თქვენ შეძლებთ მიიღოთ დროული მოხსენებები თანამშრომლებისგან, იმისათვის რომ აკონტროლოთ სრული სამუშაო პროცესი, ხოლო თუ თანამშრომელს დაავიწყდება მოხსენების მიწოდება, შეგიძლიათ მარტივად შეახსენოთ ამ ამოცანის შესახებ.
სტრუქტურა
შეგიძლიათ ვიზუალიზიროთ თქვენი კომპანიის სტურქტურა, იმისათვის რომ ზუსტად ხვდებოდეთ და ხედავდეთ პასუხისმგებელ პირებს და ვის რა დაავალოთ.
თანამშრომლების სია
კომფორტულ სიაში განთვასებულია თქვენი კომპანიის ყველა თანამშრომელი, ხოლო კომფორტული საძიებო სისტემის მეშვეობით თქვენ მარტივად და სწრაფად შეძლებთ თანამშრომლის ნახვას სახელით, ტელეფონის ნომრით ან სხვა ინფორმაციის დახმარებით.
Bitrix24.ასისტენტი
თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ შეძლებთ ამოცანის დასმას, ჩატში ხმოვანის გაგზავნას და მრავალი სხვა ფუნქციების შესრულებას.
ბიზნეს-პროცესები
ეს ფუნქცია ააჩქარებს თქვენს კომპანიაში ყველა პროცესს: შეძლებთ სწრაფად გააგზავნოთ ინვოისი, გააფორმოთ შვებულება, დაუნიშნოთ მივლინება. ეს ყველაფერი იქნება ავტომატურად მიმართული საჭირო თანამშრომელზე.
მობილური ოფისი
თქვენ ყოველთვის შეძლებთ მართოთ თქვენი ვირტუალური ოფისი სახლიდან ან მივლინებიდან, Bitrix24-ის აპლიკაციის მეშვეობით.